Friday, November 22, 2013

პროექტის სახელი:   ჩემი ეზოს ქართული
პროექტის აღწერა: მოსწავლეები  მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ცხრილში ჩაიწერენ სიტყვებს,         რომელიც გაიგონეს  ეზოში ან ქუჩაში, სკოლასა თუ სპორტულ დარბაზში. აგრეთვე ჩაიწერენ სატელევიზიო გადაცემების დროს მოსმენილ სიტყვებს. მოიძიებენ გამოჩენილი ქართველი მწერლების მიერ გამოთქმულ აზრებს ქართული ენის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წ.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს და გააღრმავებს მოსწავლეთა ინტერესს ქართული გრამატიკის მიმართ. განუმტკიცებს ცოდნას. მოსწავლეები გაიაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის გადარჩენისათვის სწორი ქართულით საუბარი.
პროექტის მიზანი: ამ პროექტზე მუშაობისას ბავშვები შეიძენენ კვლევა-ძიების, დახარისხების, ანალიზის უნარ-ჩვევებს.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა იციან რა არის ბარბარიზმები, არქაიზმები, დიალექტები, ნეოლოგიზმები. აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარი და გამოცდილება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: გრამატიკის სახელმძღვანელო, საკანცელარიო ნივთები, პროექტორი, ფოტოაპარატი.
შეფასება: ჯგუფური მუშაობა(ჩართულობა,ლიდერობა, ინიციატივა, კომუნიკაბელურობა).ინფორმაციასთან მუშაობა (კვლევა-ძიება, ანალიზი) ზეპირი პრეზენტაცია.
პროექტის ხანგრძლივობა:  3-4 თვე.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები  ჩანიშნულ სიტყვებს ახარისხებენ წინასწარ მომზადებულ სპეციალურ ცხრილში. აქვეყნებენ გამოკითხვების შედეგებს: ,,ვიცით თუ არა ქართული სიტყვების მნიშვნელობები’’ მზადება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულისათვის.
×  პროექტის პრეზენტაცია
×  მასალების გამოქვეყნება
×  კედლის გაზეთის გამოშვება
×  კალიგრაფიის კონკურსის მოწყობა
×  ნახატების გამოფენა
×  პროექტის საზეიმო დახურვა
პროექტის ავტორი: თამარ ამბრიაშვილი. გორის №6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.ელ.ფოსტა: t.ambriashvili@gmail.com